აღმოაჩინე ხატვის სიხარული ლიხაურში! 🌿

ძირითადი ინფორმაცია

🎨 აღმოაჩინე ხატვის სიხარული ლიხაურში! 🌿

გიყვართ ხატვა, მაგრამ არ იცით, საიდან დაიწყოთ?
ან იქნებ უკვე ხატავთ და გსურთ, უფრო თავისუფლად, გააზრებულად და თავდაჯერებულად შექმნათ სასურველი ნამუშევარი? ✨

6 აგვისტოდან, სოფელ ლიხაურში იხსნება 2-თვიანი ხატვისა და აკვარელის შემსწავლელი სივრცე. ასაკისა და გამოცდილების მიუხედავად, გექნებათ შესაძლებლობა განავითაროთ შემოქმედებითი უნარები და აღმოაჩინოთ საკუთარი მხატვრული შესაძლებლობები.

────────────────────────────
🎯 კურსი განკუთვნილია:
────────────────────────────
• 🖌️ სრულიად დამწყებთათვის
• 🎨 ხატვის მოყვარულთათვის
• 👧 მოზარდებისთვის (15 წლიდან)
• 👩‍🎨 ზრდასრულებისათვის (ასაკი შეუზღუდავია)
• 🌿 მათთვის, ვისაც სურს შემოქმედებით გარემოში დროის სასიამოვნოდ გატარება

────────────────────────────
📚 2-თვიანი პროგრამა მოიცავს:
────────────────────────────
✏️ 1. ხატვის საფუძვლებს
— პერსპექტივას
— კომპოზიციას
— ფორმისა და სივრცის აღქმას
— შესრულების სხვადასხვა ტექნიკას

🎨 2. ფერწერას (აკვარელის მიმართულებით)
— საბაზისო ფერთმცოდნეობას
— ფერების თეორიას
— ფერების შერჩევასა და შეხამებას
— აკვარელით შესრულების ტექნიკებს

────────────────────────────
👩‍🎨 პედაგოგი და ფორმატი
────────────────────────────
• საავტორო კურსს გაუძღვება მხატვარ-დიზაინერი, ასოცირებული პროფესორი ლალი თოიძე, რომელიც მონაწილეებს ცოდნასა და გამოცდილებას თბილ, თავისუფალ და შემოქმედებით გარემოში გაუზიარებს.
• მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (თითო შეხვედრა — 3 საათი).

────────────────────────────
📍 დეტალები და ლოკაცია
────────────────────────────
📅 დაწყების თარიღი: 6 აგვისტო
📍 ადგილი: სოფელი ლიხაური, სოფლის ცენტრი (ნიაბაურის პირველ ხიდთან, „ოქროს მუხუროს“ მიმართულებით)
⚠️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

💌 დეტალური ინფორმაციისათვის და დაინტერესების შემთხვევაში, დააფიქსირეთ თქვენი სურვილი კომენტარებში ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

შექმენით, ისწავლეთ და აღმოაჩინეთ ხატვის სიხარული ჩვენთან ერთად! 🌿🎨

მისამართი
ოზურგეთი, ლიხაური

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი
დამატებითი ნომერი

ავტორი

ოზურგეთი მარკეტ

წევრი წლიდან 9 თვის წინ
პროფილის ნახვა